რატომ RHIYC-ი?
ინვესტირება ახალგაზრდებში
იცით თუ არა, რომ:
RHIYC-ის შესახებ
RHIYC-ის მუშაობა
თანამშრომლობა
ფოკუსირება ახალგაზრდებზე
პარტნიორობა
სტრატეგიები
RHIYC-ის პარტნიორები
აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში დაახლოებით 3 მილიონი ახალგაზრდაა 15-დან 24 წლის ასაკის. მათგან ბევრისათვის ხელმიუწვდომელია ინფორმაცია, კონსულტირება და მომსახურება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა (სრჯ) და უფლებების სფეროში.
ახალგაზრდებს სრჯ-ის სფეროში განსაკუთრებული მოთხოვნილებები გააჩნიათ და მათი დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ მიზანმიმართული ინფორმირებისა და მომსახურების მეშვეობით.
მოზარდობა და ახალგაზრდობა გარდამავალი პერიოდებია, რომლებიც ხასიათდებიან როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ცვლილებებით, ზეწოლითა და სირთულეებით.
ამ დროს ახალგაზრდები ისწრაფვიან რაც შეიძლება მეტი შეიტყონ და გამოიკვლიონ, შესაბამისად ეს პერიოდი ძალზედ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ინფორმაციამ, განათლებამ და ხარისხიანმა მომსახურებამ ჩამოაყალიბოს მთელი მომავალი ცხოვრების ჯანსაღი განწყობები და ქცევა.
ახალგაზრდობის რეპროდუქციული ჯანმრთელობა "ათასწლეულის განვითარების მიზნების" (აგმ) მიღწევაში UNFPA-ს დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
ეს მიზნები, ჯანდაცვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე განსაკუთრებული აქცენტით, ვერ იქნება მიღწეული ახალგაზრდობაში შესაბამისი ინვესტირების გარეშე.
ყურადღების ფოკუსირება სრჯ-ს საჭიროებებზე, რომლებიც გააჩნიათ ახალგაზრდებს, ძალზედ მნიშვნელოვანია მომავლისა და ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობისათვის.
- სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ;
- აივ/შიდს-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი სწორედ 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს შორის აღინიშნება;
- ქორწინებაში მყოფი მოზარდების უმეტესობისათვის ხელმიუწვდომელია (ან ძალზე შეზღუდულია) ოჯახის დაგეგმვის მომსახურება;
- არასასურველი ორსულობა ჯერაც ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემაა 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდა ქალებისათვის;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მქონე ახალგაზრდების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.
სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა (RHIYC) არის პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და UNFPA. ეს არის ფართო-მასშტაბიანი და მრავალმხრივი ინიციატივა, რომელიც ფოკუსირებულია ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე და რეგიონში ახალგაზრდების მხარდაჭერაზე სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებში. პროექტის სამიზნე ჯგუფია აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები.
პროექტის მიზნები:
RHIYC-ში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თემისა და საზოგადოების მონაწილეობას და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რომელიც მიმართულია ქცევის შეცვლაზე, კონსულტირებასა და მომსახურებაზე. სამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა მოიცავს შემდეგს:
ქვეყანათა-შორისი თანამშრომლობა ახალგაზრდობის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში
პროექტის მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა სამ ქვეყანას შორის. პროექტის პარტნიორ ორგანიზაციასთან "ევროპის საპარლამენტო ფორუმთან" (EPF) თანამშრომლობით, პროექტი გეგმავს
RHIYC-ის ღონისძიებები მიმართულია ახალგაზრდობის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგრად გაუმჯობესებაზე. მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფია, 15-დან 24 წლის ახალგაზრდები, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდანაც.
გენდერული ხედვა ინტეგრირებულია პროექტში და ითვალისწინებს ბიჭებისა და ახალგაზრდა მამაკაცების, ისევე როგორც გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების როლს, პასუხისმგებლობას და საჭიროებებს.
RHIYC-ი აცნობიერებს, რომ ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოითხოვს ინტენსიურ თანამშრომლობას.
აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, UNFPA-ს და ევროკავშირის მრავალფეროვანი გამოცდილებისა და რესურსების ერთობლიობის მეშვეობით იზრდება ჩვენი გავლენა და შესაძლებლობა უკეთესი შედეგების მიღწევისათვის.
RHIYC-ი არის პროექტი, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და UNFPA 3 მილიონი ევროთი.
"ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ იზრდება საქართველოში თანასწორ განმანათლებელთა ქსელი და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთლებისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაზე მიმართულ სხვადასხვა საქმიანობაში.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ RHIYC-ის პროექტს აქტიურად უჭერენ მხარს ევროკავშირი, UNFPA და რეგიონული სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციული ორგანიზაციები. ვიმედოვნებ, რომ ამგვარი მხარდაჭერით, თანასწორ განმანათლებელთა ქსელი განაგრძობს ზრდას და განვითარებას ასეთივე წარმატებით მთელს სამხრეთ კავკასიაში".
თანასწორ განმანათლებელთა ქსელის წარმომადგენელი საქართველოში
ჯაბა სირბილაძე
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
აბაშიძის ქ. #28, თბილისი 0179, საქართველო
ტელ./ფაქსი: +99532 232 119
ვებ-გვერდი: www.4uth.net
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდი (UNFPA) არის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც მხარს უჭერს ყოველი ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უფლებას, იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით და ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები.
UNFPA ხელს უწყობს ქვეყნებს, გამოიყენონ მოსახლეობის შესახებ მონაცემები პოლიტიკისა და პროგრამებისათვის, რომლებიც მიმართულია სიღარიბის დონის დაწევისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ ყოველი ორსულობა იყოს სასურველი, ყოველი მშობიარობა იყოს უსაფრთხო, ყოველი ახალგაზრდა დაცული იყოს აივ/შიდს-ისაგან, ყოველ გოგონასა და ქალს მოეპყრონ სათანადო ღირსებითა და პატივისცემით. პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს UNFPA.
ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან მათი დამოუკიდებლობის პირველივე წუთებიდან. ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იურიდიულ საფუძველს ქმნის "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმები", რომელიც ხელმოწერილია 2006 წლის ნოემბერში. RHIYC-ის პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს ევროკავშირი.
ევროპის მოსახლეობისა და განვითარების საპარლამენტო ფორუმი (EPF) არის პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი. ეს არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2000 წელს ბრიუსელში, ბელგიაში. იგი აღიარებულია სამეფო ბრძანების საფუძველზე.
მისი წევრებია ყველა-პარტიული საპარლამენტო ჯგუფები, შემდგარი ევროპის აქტიური კანონმდებლებისაგან, რომლებიც მუშაობენ მოსახლეობის, განვითარების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების და მასთან დაკავშირებულ გენდერულ საკითხებზე.



