შეკითხვები
- კითხვა: როდის არ ხდება აივის გადაცემა?
- პასუხი:
- კოცნით (მშრალი ან უბრალო კოცნა არ არის საშიში, ხოლო სველი კოცნა, (ფრანგული კოცნა) სარისკოა, ვინაიდან პირის ღრუში არსებული მიკროტრამვების გამო, შესაძლებელია ადამიანი ინფიცირდეს)
- მწერისა ან შინაური ცხოველი ნაკბენით
- საერთო თეფშიდან ჭამის დროს ან სხვისი ნაპირალი ჭიქის გამოყენებით;
- ხელის ჩამორთმევით;
- პირადი ჰიგიენის ნივთების (მაგალითად, პირსახოცის, ჭურჭლის) და ტანსაცმელის მეშვეობით;
- აუზზე, აბანოსა და საუნაში (ასეთ ადგილებში ინფიცირება არ გემუქრებათ, თუ სისხლთან კონტაქტი არ გაქვთ);
- აივი არ ვრცელდება ჰაერისა და საკვების მეშვეობით;
- კითხვა: ერთი და იგივეა თუ არა აივი და შიდსი?
- პასუხი:
არა! ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია აივი, რომელიც იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს - შიდსს.
- კითხვა: როგორ ხდება ინფიცირება?
- პასუხი:
- ჰეტერო და ჰომოსექსუალური ვაგინალური, ანალური, ორალური დაუცველი სქესობრივი კონტაქტით;
- ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით;
- ნარკოტიკის ან სხვა ნივთიერების ინექციის აივინფიცირებული სისხლით დაბინძურებული საზიარო შპრიცის მეშვეობით;
- ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების (მათ შორის _ტატუირების ან ყურის გასახვრეტი ნემსის) მეშვეობით;
- ინფიცირებული ადამიანის სისხლისა და ორგანიზმის სითხეებთან შემთხვევითი კონტაქტით (მაგალითად, საავადმყოფოს სამუშაო პირობებში);
- აივინფიცირებული დედისგან შვილს - მუცლადყოფნისას, სამშობიარო გზაბში გავლისას ან ძუძუთი კვებისას.



