შეკითხვები

კითხვა: რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს მწეველ ადამიანს და რა სავალალო შედეგები მოჰყვება სიგარეტის მოპწევას?
პასუხი:

როცა სიგარეტს ეწევით, თქვენ შეისუნთქავთ ნიკოტინს, კარბონმჟავას და კიდევ 200 დასახელების ძლიერ შხამს.

თამბაქოს კვამლში შემავალი კომპონენტებიდან 59 კანცეროგენულია, ხოლო 6 დამღუპველად მოქმედებს საშვილოსნოსა და ნაყოფის განვითარებაზე.

თამბაქოში არსებული შხამები ორგანიზმის ყველა უჯრედამდე აღწევს და დამანგრეველ ცვლილებებს იწვევს, რომლებიც წლების მანძილზე ისე გროვდება, რომ მწეველი ვერც კი გრძნობს. შედეგი? – ფილტვის კიბო, კანის კიბო, კბილების დაავადებები, გასტრიტის, კუჭის წყლული, საშვილოსნოს კიბო და სიმახინჯეები, ფსორიაზი, სპერმის დეფორმირება...

გარდა ჯანრმთელობისა, მოწევა თქვენს გარეგნობასა და ცხოვრების წესზე ახდენს უარყოფით გავლენას. თამბაქოში შემავალი ტოქსინები აშრობს კანს და ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების გაჩენას იწვევს. თუ სპორტს მისდევთ ან ამის სურვილი გაქვთ, სიგარეტით ხელში ნამდვილად ვერ მოახერხებთ წარმატებას მიაღწიოთ.

კითხვა: რატომ არის ნარკოტიკის ერთხელ გასინჯვა საშიში?
პასუხი:

რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს მხოლოდ ერთხელ გასინჯავს და მასზე დამოკიდებული არ გახდება. სწორედ, ეს ერთჯერ გასინჯვა ბადებს მეორეჯერ გასინჯვის სურვილს, მერე მესამეჯერ, კიდევ ერთხელ, კიდევ... და ახალგაზრდა ნარკოტიკის მსხვერპლი ხდება.