ჩვენს შესახებ

ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში (RHIYC) 2006-2009 , თანადაფინანსებული ევროკავშირისა (EU) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, აგრძელებს წარმტებული ფართომაშტაბიანი ღონისძიებების განხორციელებას 2009 წლიდან.  გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა პარტნიორებთან ახალგაზრდების ჯანმრთელობის, განათლებისა და კეთილდღეობის საკითხებში ინვესტირების გაზრდის მიზნით და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, აივ/შიდსის პრევენციის და გენდერული თანასწორობის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად.


თორაია აჰმედ ობაიდმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის ყოფილმა აღმსრულებელმა დირექტორმა განაცხადა: “ გაეროს მოსახლეობის ფონდში, ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების ჩართვასა და მათ ლიდერობას. ჩვენ ხელს ვუწყობთ განათლებას სასიცოცხლო უნარ-ჩვევების შესახებ და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას, შიდსის პრევენციას, მკურნალობას, ზრუნვას და მხარდაჭერას ახალგაზრდებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ რათა გავაძ|ლიეროთ ახალგაზრდა ქალები, მოზარდი გოგონების ჩათვლით და თავიდან ავიცილოთ გენდერული ძალადობა.”


ბაბატუნდე ოსოტიმეჰინმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: “ჩვენ ყველა ახალგაზრდას უნდა შევძინოთ საჭირო უნარები, შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათი ჯანმრთელობის, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებას. ასეთი ინვესტიციის სარგებელი ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და გავლენა აქვს თაობებზე. ახალგაზრდებში ინვესტიციის ჩადება არის ყველაზე ჭკვიანური რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი საერთო მომავლისათვის.”


ვებ საიტი www.foryouth.ge შეიქმა “ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” (RHIYC) 2006-2009 პროექტის ფარგლებში, რომელიც განახლდა და აგრძელებს ფუნქციონირებას.