ახალი ამბები

30/11/11

კონკურსი “სპილო ოთახში”

News1 დეკემბერს, 14:00 საათზე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფისში, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართება ახალგაზრდული კონკურსის “სპილო ოთახში” პრეზენტაცია
31/10/11

“ მსოფლიო 7 მილიარდის მიჯნაზე – ახალგაზრდების ხედვა ”

News31 ოქტომბერს, 7 მილიარდი აქტივობის კამპანიის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა მოაწყო ახალგაზრდული კონფერენცია “მსოფლიო 7 მილიარდის მიჯნაზე – ახალგაზრდების ხედვა”. Kკონფერენციას უმასპინძლა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტმა და იგი მიეძღვნა მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის 7 მილიარდამდე გაზრდას . 31 ოქტომბერს პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ 7 მილიარდს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 43 პროცენტს 25 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ, თუმცა ეს მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში 60%-ს აღწევს.
12/08/11

ახალგაზრდების საკითხებზე მომზადებული საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისში მასალების წარდგენა 12 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

Newsგაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონკურსი ჟურნალისტებისათვის გამოავლენს 3 გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი, საუკეთესო საგაზეთო ან საჟურნალო პუბლიკაცია, საუკეთესო ფოტო ნამუშევარი.