ახალგაზრდების საკითხებზე მომზადებული საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისში მასალების წარდგენა 12 ოქტომბრამდეა შესაძლებელი
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონკურსი ჟურნალისტებისათვის გამოავლენს 3 გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი, საუკეთესო საგაზეთო ან საჟურნალო პუბლიკაცია, საუკეთესო ფოტო ნამუშევარი.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდების საკითხებზე– აივ/შიდსი, ქორწინება/განქორწინება, გენდერული თანასწორობა, ძალადობა ოჯახში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, აბორტი, მავნე ჩვევები, უსაფრთხო ქცევა და ა.შ.– მომზადებული საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოვლენა. გამარჯვებულები შერჩეულნი იქნებიან საკითხის აქტუალობისა და შესაბამისობის, საკითხისადმი საინტერესო მიდგომის და ახალგაზრდობის თემატიკაზე მასალის გამოქვეყნების ინტენსივობის მიხედვით. ყოველ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული, რომელიც პერსონალური კომპიუტერით და დიპლომით დაჯილდოვდება.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მოქმედმა ჟურნალისტებმა რომლებიც მუშაობენ ან დაინტერესებული არიან იმუშაონ ახალგაზრდებისათვის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე;
წარმოდგენილი პუბლიკაცია, ფოტო თუ სატელევიზიო რეპორტაჟი გამოქვეყნებული ან გადაცემული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (სატელევიზიო მაუწყებელი, გაზეთი, ჟურნალი) 2011 წელს.
გაშუქებული/გამოქვეყნებული მასალების , ფოტო და ვიდეო მასალის ელექტრონული ვერსიები უნდა წარედგინოს გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისს 2011 წლის 12 ოქტომბრამდე. წარმოდგენილი მასალების ასლებს თან უნდა ახლდეს ჟურნალისტის საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, სახლის, სამსახურის და მობილური ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართი, პირადობის მოწმობის ასლი);
გამარჯვებულები გამოვლინდებიან/დაჯილდოვდებიან 2011 წლის ოქტომებერში.
მასალების მიღება იწარმოებს ამა წლის 12 ოქტომბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
თამარ ბახტაძე
პრესასთან ურთიერთობის საკონტაქტო პირი
ტელ.: (995 32) 25 11 26; შიდა ნომერი 152
მათუთა ბჟალავა
კონსულტანტი ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში
ტელ.: (995 32) 25 11 26; შიდა ნომერი 256
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
ერისთავის ქ. 9, გაეროს სახლი
www.georgiaunfpa.ge




