კონკურსი “სპილო ოთახში”
პრეს-რელიზი
1 დეკემბერს, 14:00 საათზე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფისში, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართება ახალგაზრდული კონკურსის “სპილო ოთახში” პრეზენტაცია (მისამართი: ქ. თბილისი, მაჩაბლის ქ. #5). აქციის ორგანიზატორები არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA), კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაცია (CSMA).
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია (25 ნოემბერი-10 დეკემბერი) ორ ათწლეულზე მეტია, რაც ყოველწლიურად აღინიშნება 25 ნოემბერიდან (ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბერამდე (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას და ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 16 დღიანი კამპანია ასევე მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თარიღს, როგორიცაა 1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
გენდერული ძალადობა, ადამიანთა უფლებების დარღვევა და აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიო მასშტაბის გამოწვევებად. Eეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ 7 მილიარდს მიაღწია. აღსანიშნავია ახალგაზრდების როლი არსებული პრობლემების მიმართ ახლებური ხედვის და შესაბამისად ქმედებების განხორცილების კუთხით, რათა დაძლეულ იქნეს 7 მილიარდიანი სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები, ვინაიდან საქართველოსა და მსოფლიოს მომავალი ჩვენს დღევანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული.
კონკურსის “სპილო ოთახში” ძირითადი ამოცანაა გენდერული ძალადობის და შიდსის საკითხების ირგვლივ საზოგადოების მობილიზება, რათა მოხდეს პრობლემების გაცნობიერება და მათი აღმოფხვრის გზების მოძიება. კონკურსის სახელწოდება უკავშირდება მეტაფორას “სპილო ოთახში”, რომელიც იგნორირებულ ან შეუმჩნეველ, თუმცა იმავდროულად სრულიად თვალსაჩინო პრობლემას აღნიშნავს.
კონკურსის ფარგლებში, 10 დღის მანძილზე (1-10 დეკემბერი), ახალგაზრდების 10 ჯგუფი მოამზადებს ნამუშევრებს გენდერული ძალადობის თემაზე, ასევე ადამიანის უფლებებისა და იავ/შიდსის შესახებ გენდერულ კონტექსტში. Gგუნდები იმუშავებენ განსხავებულ თემებზე. თითოეული ჯგუფი წარადგენს 4 ნამუშევარს: ფოტორეპორტაჟი, სტატია, სლოგანი და ფლეშმობი. ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საკითხის აქტუალობა, კრეატიულობა, პრობლემის არსის სწორად წარმოჩენა, ნამუშევრების ესთეტიკური მხარე, ხარისხი.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
ბესიკ ლიპარტელიანი
საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ორგანიზაცია (GYDEA)
ტელ: (995) 557 57 34 06
თამარ ბახტაძე
პრესასთან ურთიერთობის საკონტაქტო პირი , გაეროს მოსახლეობის ფონდი
ტელ: (995 32) 225 11 26; შიდა ნომერი 152




