აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების შედეგების შედარებითი ანალიზი
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში.
შედარებითი ანალიზი მომზადებულია “კულტურალური კვლევების ცენტრის” მიერ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში ჩატარებული მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების მონაცემთა საფუძველზე. ვრცლად >>
მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში
მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში პირველად 2002 წელს ჩატარდა. კვლევა მოიცავდა 14-17 წლის ორივე სქესის მოზარდების ინფორმირებას, ცოდნას და შეხედულებებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. 2008 წელს განმეორებით ჩატარებულ მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევაში გაფართოვდა გამოკვლეულ მოზარდთა ასაკობრივი ზღვარი (14-19 წწ.). ამასთან, რაოდენობრივ კვლევას დაემატა თვისობრივი კვლევაც, რომელშიც მოზარდებთან ერთად მონაწილეობდნენ ორივე სქესის მშობლებიც, რაც თავისთავად უფრო ღრმა, საჭირო და
მნიშვნელოვანი მონაცემების მიღების საშუალებას იძლეოდა. ვრცლად >>
ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურების კვლევა საქართველოში
”ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურების კვლევა საქართველოში” ჩატარებულია გორბი-გელაპის საერთაშორისო ცენტრის მიერ;
კვლევა მომზადდა ევროკავშირის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა - ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“
ფარგლებში. ვრცლად >>
რეკომენდაციები ახალგაზრდული და ახალგაზრდობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავების შესახებ

წინამდებარე დოკუმენტის დანიშნულებაა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციების მიწოდება საქართველოში ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის და კანონმდებლობის შემუშავებისა და გაუმჯობესების შესახებ. დამკვეთის – გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად, რეკომენდაციებმა განსაკუთრებით უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდობის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის
გაუმჯობესებას. ვრცლად>>