სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებები
1.სიცოცხლის უფლება
არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ უნდა ემუქრებოდეს საფრთხე და საშიშროება სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობის გამო.
2.პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
ნებისმიერ ადამიანს აქვს პირადი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების უფლება, ისე რომ არ შელახოს სხვა ადამიანის უფლებები.
3.დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის უფლება
არც ერთი ადამიანი არ უნდა მოექცეს დისკრიმინაციის ქვეშ, მისი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების, სამედიცინო დახმარების მიღების ან მომსახურეობის, მისი რასობრივობის, საქორწილო სტატუსის, ოჯახური მდგომარეობის, ასაკის, ენის, სარწმუნოების, ნაციონალური ან სოციალური წარმოშობის, ქონების, დაბადების ან სხვა სტატუსის გამო.
4.პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისა და კონფიდენციალურობის უფლება
სქესობრივი და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის დაცვის ნებისმიერი სამსახური, მათ შორის ინფორმაციული და საკონსულტაციო, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კლიენტის პიროვნული, ინფორმაციული და საკონსულტაციო კონფიდენციალურობა.
5.მრწამსის თავისუფლება
ყველა ადამიანს აქვს მრწამსის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მიუხედავად თავისი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების წესისა.
6.განათლების და ინფორმაციის უფლება
ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ფერტილურობის რეგულაციისა და დაუგეგმავი ორსულობის რისკის თავიდან აცილების მეთოდების უპირატესობის შესახებ.
7.ქორწინებისა და ოჯახის არჩევის უფლება
ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს აქვს უფლება დაქორწინდეს, დაგეგმის და შექმნას ოჯახი მიუხედავად რასის, ნაციონალობის და სარწმუნოებისა.
8.ბავშვის გაჩენისა და დაგეგმვის გადაწყვეტილების მიღების უფლება
ყველა ადამიანს აქვს ბავშის გაჩენისა და ოჯახის დაგეგმვის უფლება. ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს არასასურველი ორსულობისაგან თავის დაცვის უსაფრთხო და მისთვის მისაღები მეთოდი.
9.სამედიცინო მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება
ყველა ადამიანს აქვს უფლება, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, მიიღოს უმაღელსი დონის სამედიცინო მომსახურება.
10. მეცინიერული პროგრესის მიღწევების გამოყენების უფლება
ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის საზიანო რეპროდუქციული მომსახურებისაგან დაცვის უფლება. Aასევე მას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული აღნიშნული მომსახურეობის შესახებ.?
11.პოლიტიკაში მონაწილეობისა და შეკრების თავისყფლების უფლება
ადამიანებს აქვთ უფლება შეიკრიბონ, განიხილონ და გაუწიონ პროპაგანდა, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
12.ულმობელი და დამამცირებელი დამოკიდებულებისგან დაცვის უფლება
ნებისმიერ მოქალაქეს, ქალს თუ მამაკაცს, აქვს უფლება იქნას დაცული დამამცირებელი დამოკიდებულებისა და ძალადობისაგან, რაც უკავშირდება მათ რეპროდუქციულ ფუნქციებს.



